კოტე იოსელიანი

იოსელიანი: მეორედ ბოდიშის მოხდა არ ყოფილა მორალური, თუ პრინციპული კომპრომისი

რაზეც ერთხელ უკვე მოხდილი მქონდა ბოდიში სამართლიანად, იმაზე მეორედ ბოდიშის მოხდა არ ყოფილა არანაირი მორალური, თუ პრინციპული კომპრომისი, რაც მითუმეტეს რომ განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას.

რუსული, მდაბიო, მოღალატეობრივი და ანტი-ქართული რეჟიმი უნდა განადგურდეს და ამაში ისევ იქ ვდგავარ, სადაც ყოველთვის ვიდექი!

წერს Facebook-ზე კოტე იოსელიანი. 8 ივნისს ენმ-ს პოლიტსაბჭოს ყოფილმა წევრმა, კოტე იოსელიანმა სოციალურ ქსელში 50-წამიანი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.

კომენტარები