კოტე იოსელიანი

ბოკუჩავა: კოტეს ვიდეოს ჩაწერა და ატვირთვა მისმა გამტაცებლებმა მოსთხოვეს

კოტეს ვიდეო ჩაწერილია იმ შენობაში, სადაც ის გამტაცებლებმა გატაცების შემდეგ მიიყვანეს [...] ვიდეო იქვე აატვირთინეს. ამაზე აქცენტი იყო [...] კოტეს Facebook-ის გვერდის გამოყენებით, ეს ვიდეო თავად ამ პირებმა ატვირთეს [...]

როგორც კოტემ მითხრა, მისი გამტაცებლებისგან მოთხოვნა იყო, რომ მას ეს ვიდეო ჩაეწერა და აეტვირთა, რაზეც ჩემმა ქმარმა უპასუხა, რომ ამ ფაქტზე ბოდიში უკვე მოხდილი ჰქონდა [...] თუმცა, მათ დაჟინებული მოთხოვნა ჰქონდათ, ეს განმეორებით ექნა - კონკრეტული ვიდეო, კონკრეტული ტექსტი, რომელიც დაწერეს და თვითონ მიაწოდეს [...] 

თქვა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მისი ქმრის, კოტე იოსელიანის Facebook გვერდზე გავრცელებულ ვიდეოზე TV პირველის ეთერში.

კომენტარები