მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია

პროკურატურასთან და პოლიციასთან თანამშრომლობას არ ვაპირებ - მეუფე გიორგი

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგი ჯამდელიანმა თქვა, რომ ის გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს. 

"მე პროკურატურა დამიკავშირდა, მაგრამ ამ ეტაპზე ასე ვთვლი, რომ არც ჩვენებას ვიძლევი და არც პროკურატურასთან და პოლიციას თანამშრომლობას ვაპირებ. [გამოკითხვაზე] უარს ვამბობ - მე საეკლესიო კანონიკის ნორმების ფარგლებში ვმოქმედებ". - ამბობს მეუფე გიორგი ჯამდელიანი TV პირველთან სატელეფონო საუბარში.

პროკურატურამ მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სადაც ის მისი განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს, გამოძიება დაიწყო.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგი ჯამდელიანმა სულთმოფენობის დღესასწაულზე ქადაგებაში ისაუბრა მისი მკვლელობის მომზადებაზე, რასაც, ეპისკოპოსის თქმით, უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი მაღალჩინოსანი გადაბირებული მონაზვნის ხელით გეგმავდა. 

კომენტარები