მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია

POG: მარნეულის ეპისკოპოსის განცხადების შემდეგ გამოძიება მკვლელობის მომზადების მუხლით დაიწყო

პროკურატურამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სადაც ის მისი განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს, გამოძიება დაიწყო

"საქართველოს პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მომზადება) დაიწყო.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები" - წერია პროკურატურის განცხადებაში.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგი ჯამდელიანმა სულთმოფენობის დღესასწაულზე ქადაგებაში ისაუბრა მისი მკვლელობის მომზადებაზე, რასაც, ეპისკოპოსის თქმით, უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი მაღალჩინოსანი გადაბირებული მონაზვნის ხელით გეგმავდა. 

კომენტარები