მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია

მარნეულის ეპისკოპოსი: მთავრობის წევრი ჩემს მკვლელობას მონაზვნის ხელით გეგმავდა

მარნეულის მუნიციპალიტეტი

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგი ჯამდელიანმა სულთმოფენობის დღესასწაულზე ქადაგებაში ისაუბრა მისი მკვლელობის მომზადებაზე, რასაც, ეპისკოპოსის თქმით, უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი მაღალჩინოსანი გადაბირებული მონაზვნის ხელით გეგმავდა. 

მეუფე გიორგი ჯამდელიანი კონკრეტულ სახელებსა და გვარებს არ ასახელებს. 

"ძალიან სამწუხაროა, რომ პიროვნებები, რომელნიც ჩემთან ერთად ლუკმას იტეხდნენ, ჭამდნენ და სვამდნენ, ძმად და მეგობრად მიმაჩნდა... მე ვარ ამ ეპარქიის მსაჯული და არამარტო მღვდელმთავარი, ღვთითდადგენილი მოციქულთა მემკვიდრეობის მადლით. აი დღევანდელ წაკითხულ სახარებაში ნათქვამია, ნიკოდიმოსი ამბობს, განა ჩვენი სჯული დასჯისო ადამიანს ისე, რომ არ მოუსმენსო? სწორედ ეს ადამიანი დაბარებულ იქნა, წაეყენა ბრალი, იქნა მოსმენილი ეს ყოველივე და მე, როგორც ეპარქიის მწყემსმა და მსაჯულმა გამოვიტანე განაჩენი, რომ ის არის გამყიდველი, ვითარცა იუდა და გამცემელი, რომელიც ამზადებდა ჩემს მკვლელობას, ჩემს ლიკვიდაციას. ჰყავდა გადაბირებული ერთი წლის განმავლობაში ჩემი მონაოზნი, რომელიც რეზიდენციაში ცხოვრობდა, რომელსაც ავალებდნენ...

ეს კაცი არის მაღალჩინოსანი და კონკრეტულად უშიშროების უწყების წარმომადგენელი. მონაზონს რეზიდენციიდან ყველა ინფორმაცია გაჰქონდა, თუმცა კი მე არაფერი დასამალი არ მაქვს. მაგრამ, ხომ არსებობს აღსარებები, არსებობს პრივატული საუბრები და ასე შემდეგ, შიდა ოჯახის რაღაცები... და ეს პიროვნება ჰყავდათ ეგრეთ წოდებულად, არ მინდა რუსული ტერმინი გამოვიყენო, მაგრამ ალბათ, ბევრისთვის უფრო გასაგებად "დავერბოვკებული", არ ვიცი რით დააშანტაჟეს, არ ვიცი რა გაუკეთეს. თუმცა მე კი ვიცი, მაგრამ ახლა ამისგან თავს ვიკავებ. ერთი წლის განმავლობაში ამუშავებდნენ და ეუბნებოდნენ მას, რომ ან უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი, ან მოგცემთ და მოუსმევ ხელზე და ერთ საათში ის აღარ იქნება" - ამბობს მეუფე გიორგი ჯამდელიანი.

ეპისკოპოსი ამბობს, რომ ეს პიროვნება "გაილახა" დაცვის წევრებთან ერთად,

"რა თქმა უნდა მე ხელი არ დამიკარებია იმიტომ, რომ  მე მაღალი თმენის ვალდებულება მაქვს, როგორც მღვდელმთავარს და ახლა მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ყველანაირი პროვოკაცია და მე ვფიქრობ, რომ მის უკან დგანან ძალები. ეს პიროვნება არის მთავრობის წევრი, დღევანდელი მოქმედი წევრია მთავრობის" - თქვა ეპირსკოპოსმა.

ეპისკოპოსის თქმით, მასთან დაპირისპირებული პიროვნება მოქმედი წევრია მთავრობის, თუ ხელისუფლება არ გაემიჯნება მომხდარს, მაშინ მისთვის "კიდევ ბევრი რაღაც ცხადი გახდება". 

"მე მივეცი მას იმის შანსიც, რომ შეენანებინა, ეღიარებინა. არაერთი ადამიანი პირზე დაადგა მას, თვითონ ეს მონაზონი დაადგა პირზე, რადგან ორი თვის წინ ეს მონაზონი მე გავაგდე ეპარქიიდან და ალბათ, რომ ნახეს, რომ ის უკვე აღარ იყო საჭირო, მათაც გადააგდეს გვერდზე და როცა იგრძნო, რომ გამოყენებული იქნა და როცა მიხვდა, რომ გადაგდებული იქნა, აი მაშინ უკვე მან დაასახელა ყველაფერი, შემხვდა და მომიყვა ყველაფერი.

მაგრამ, აქ არის ძალიან ბევრი ნიუანსი, ბევრი მტკიცებულება, არამარტო ეს, არამედ ძალიან ბევრი, ვინც უშლის აქ საკათედროს ტაძრის მშენებლობის პროცესებს და ბევრ რამეს, ამ წლების განმავლობაში. დღეს მადლობა უფალს, რომ მხილებულ იქნა.

ახლა ეს ადამიანი ერთი კაცით მიგზავნის რაღაცას, თითქოს მაშანტაჟებს, მეორე პიროვნებას მიგზავნის, რომ მომიშვი და ბოდიშს მოვიხდი და შენ... მაგრამ მე არ მჯერა მაგის, აღარაფრის მისი სიტყვისა და მესამე სიტყვით, ვითომ საპატრიარქოში მიდის საჩივლელად. არსებობს კანონიკური სამართლის ნომრები, მე, როგორც ამ ეპარქიის მსაჯულმა და მღვდელმთავარმა, მას გამოვუტანე განაჩენი და დაუმტკიცდა ის, რასაც რასაც მე ვიძახი. მას არ აქვს უფლება პიროვნულად შეხვდეს, თუნდაც ქორეპისოკოსს, ან რომელიმე მღვდელმთავარს და პიროვნულად წაიყვანოს. მას მხოლოდ შეუძლია სინოდის სინოდალურ სხდომას მიმართოს, ოფიციალური განცხადება დაწეროს, თუ ამაში გამართლდება, მე დავტოვებ მღვდელმთავრობას და თუ არ გამართლდება, მე გამოტანილი მაქვს მისთვის განაჩენი. თუ არადა, მაშინ ყველას მოუწევს, ბევრს, პასუხისგება. ამიტომ, მინდა რომ საქმის კურსში ჩაგაყენოთ. ყველაფრისთვის იყავით მზად, ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან. ამის უკან ძალიან დიდი ძალა დგას, ეს მარტო არ არის" - ამბობს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი. 

კომენტარები