ტაივანის პრეზიდენტმა, ლაი ჩინგ ტემ ტიანანმენის მოედნის ტრაგედიის 30-ე წლისთავზე განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ "ტაივანი უარს ამბობს ისტორიის დავიწყებაზე".
"ავტორიტარული მთავრობები ხშირად ირჩევენ გაჩუმებასა და ისტორიის დავიწყებას, მაშინ, როდესაც დემოკრატიული საზოგადოებები ირჩევენ სიმართლის შენარჩუნებასა და უარის თქმას იმ ადამიანების დავიწყებაზე, ვინც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს და რომლებიც ადამიანის უფლებებზე ოცნებობდნენ" – წერს ლაი Facebook-ზე.
1989 წლის 4 ივნისს ჩინელმა სამხედროებმა ტანკების გამოყენებით დაარბიეს დემოკრატიის მხარდამჭერი დემონსტრანტები, რომლებიც პეკინის ცენტრში, ტიანანმენის მოედანზე აქციებს 6 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდნენ.
დღემდე უცნობია ზუსტად რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ტიანანმენის ტრაგედიას, თუმცა, ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები ვარაუდობენ, რომ 36 წლის წინ ამ დღეს ჩინეთის ხელისუფლებამ რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასამდე ადამიანი მოკლა.





