გახარია - საქართველოსთვის

გახარია: ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის - არაფერს ვმალავთ

[...] ყველა ვინც თვლის, რომ არც ერთი პოლუსის და არც მეორე პოლუსის ხელში საქართველოს მომავალი არ უნდა იყოს, მათთვის ჩვენი პოლიტიკური ძალის კარები ღიაა და ჩვენ ვიქნებით ის ხალხი, რომლებიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს აუხსნის, რა არის სამართლიანი წესრიგი, რას ნიშნავს პრაგმატული საერთაშორისო პოლიტიკა, როცა მეგობრების რაოდენობას ზრდი, კი არ ამცირებ და რას ნიშნავს, იყო იმდენად ძლიერი და სამართლიანი, რომ შეგეძლოს მტერთან, ქვეყნის მტერთანაც და ოკუპანტთანაც გამართული, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე საუბარი.

ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომლის პასუხისმგებლობაც პირველ რიგში მდგომარეობს თითოეული საქართველოს მოქალაქის წინაშე და ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვამბობ ჩვენ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგ არჩევნებისთვის, ამ პასუხისმგებლობიდან ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვმალავთ არაფერს და პირდაპირ ვეუბნებით, რომ დიახ - ჩვენთვის ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით და ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერი რადიკალური სცენარი ამ ქვეყანაში გაახარებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრებს.

თქვა პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ. 
 

კომენტარები