რუსული რეჟიმი

ზურაბიშვილი ბაჩიაშვილის დაკავებაზე: ტერორი საქართველოში სახელმწიფო ტერორიზმად იქცა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე ივანიშვილის რეჟიმის მიერ ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას ეხმაურება. როგორც ზურაბიშვილი წერს, "ტერორი საქართველოში სახელმწიფო ტერორიზმად იქცა", ვინაიდან ქართულმა ოცნებამ უცხო ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტი გაიტაცა. 

"ტერორი საქართველოში სახელმწიფო ტერორიზმად იქცა: საქართველოს მმართველმა პარტიამ უცხო ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტი გაიტაცა სამართლებრივი პროცესების დაწყების გარეშე. ეს ოპერაცია, ბიძინა ივანიშვილის შეკვეთით, შესრულდა ჯორჯიან ეარვეისის თვითმფრინავით! დროა, შევაჩეროთ ისინი!" - წერს ზურაბიშვილი. 

გიორგი ბაჩიაშვილმა, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, 29 მაისს სასამართლო პროცესზე მისი დაკავების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის 24 მაისს საზღვარგარეთიდან გაიტაცეს, 2 დღე თვალებახვეული ატარეს, შემდეგ კი, მისივე განცხადებით, ჯორჯიან ეარვეისის თვითმფრინავში ჩასვეს და საქართველოში ჩამოიყვანეს.

მეხუთე პრეზიდენტი X-ზე გამოეხმაურა ოცნების "FARA"-ს კანონის "ნორმების დამრღვევების მხილების" წახალისებისთვის ანტიკორუფციული ბიუროს ახალ ინიციატივასაც. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ანტიკორუფციულმა ბიურომ სპეციალური საკონტაქტო ინფორმაცია გამოაქვეყნა, რათა მოქალაქეებმა ბიუროს "FARA"-ს დამრღვევი ორგანიზაციების შესახებ შეატყობინონ. 

"ტერორი საქართველოში – კიდევ ერთი "ბოლშევიკური" ნაბიჯი მმართველი პარტიისგან: ანტიკორუფციული ბიურო მოქალაქეებს მოუწოდებს, შეიტანონ ინფორმაცია "ნორმების დარღვევის" შესახებ და მხოლოდ ოპოზიციის წევრებს იძიებს, თუმცა არცერთ კორუფციასთან დაკავშირებულ საჯარო სკანდალს მაღალჩინოსნების ჩართულობით". - წერს ზურაბიშვილი. 

კომენტარები