რუსული რეჟიმი

პაპუაშვილი: არგუმენტების სიმწირის დროს თავშესაფრად მორალური პიედესტალიდან საუბარი იქცა

საერთაშორისო პოლიტიკაში საქართველო გამოირჩევა მიზანდასახულობით, პრაგმატიზმით და პასუხისმგებლობით, ჩვენ გვჯერა, რომ სახელმწიფოს მთავარი ვალდებულებაა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და განვითარების უზრუნველყოფაა, სწორედ ამ პრინციპით ვაფასებთ საერთაშორისო პროცესებს და სწორედ ამ პრინციპით ვაშენებთ პარტნიორულ ურთიერთობებს მსოფლიოს ქვეყნებთან.

ეროვნული ინტერესების ერთგულება და საერთაშორისო ძალთა გადანაწილების გათვალისწინება სახელმწიფოს მთავარი ორიენტირი უნდა იყოს. გასაოცარია, როდესაც თანამედროვე მსოფლიოში ამ რეალისტური ჭეშმარიტების მასობრივ იგნორირებას ვხედავთ და ეს ხდება იდეოლოგიური ერთგვაროვნების დამკვიდრებისა და კრიტიკული აზროვნების ჩახშობის მოწოდებების ფონზე.

საკმარისია გლობალურ იდეოლოგიას მოერგო და მისი უპირობო ჭეშმარიტება აღიარო, რომ წითელ ხალიჩებს გაგიგებენ, ქება-დიდებას არ დაიშურებენ, არჩევნებშიც "დაგეხმარებიან" და კანონის უზენაესობის თუ ადამიანის უფლებების დარღვევაზეც თვალს დახუჭავენ. სამაგიეროდ, ყველა, ვინც კი ლიბერალური ინტერნაციონალიზმის მარწუხებს არ ერგება სტიგმატიზირდება ბათილდება და იდევნება. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ თანამედროვე მსოფლიო საჭიროებს მეტ დიალოგს, ურთიერთპატივისცემას და ნაკლებ იდეოლოგიურ დაპირისპირებას. [...]

თავშისაცემია, რომ არგუმენტების სიმწირის დროს, თავშესაფრად მორალური პიედესტალიდან საუბარი იქცა. პათეტიკით გაჯერებული მორალისტობა დღეს ლამის საერთაშორისო პოლიტიკური რიტორიკის ნორმად დამკვიდრდა და ამას საქართველოს საგარეო პოლიტიკის ზოგიერთ შეფასებაშიც ვხედავთ.

ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები