რუსული რეჟიმი

მახაშვილი ელჩებს: თქვენი შესაჭრელი, შესაკერი და გადასარჩენი საქართველოს არაფერი არ სჭირს

უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ელჩს, რომელიც კეთილსინდისიერად და წესიერად ასრულებს თავის დიპლომატიურ საქმიანობას.  მინდა მათ ვუთხრა, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოს სახით ამ ადამიანებს, ამ ქვეყნებს ჰყავთ გულწრფელი მეგობარი და პარტნიორი. თუმცა, ამ კეთილსინდისიერი დიპლომატებისგან მინდა გავმიჯნო ადამიანები, რომლებიც დიპლომატის საფარქვეშ ატარებენ ფარულ, ვიწრო დღის წესრიგს, რომლებმაც რატომღაც ჩათვალეს, რომ უკვე იციან საქართველოს ისტორია და იდენტობის სიღრმეები.

ქართველებს აქვთ ხასიათი, ნაბრძოლები, ნაფიქრი, ნაშრომი, ტკივილი თუ სიხარული და მათ რატომღაც ჩათვალეს, რომ თავიანთი ყალიბით უნდა ჭრან, კერონ და გადაარჩინონ ქვეყანა. მინდა მათ მივმართო -  მეგობრებო, თქვენი არც შესაჭრელი, შესაკერი და გადასარჩენი საქართველოს არაფერი არ სჭირს. ერთადერთი, რითაც თქვენ შეგიძლიათ საუკეთესო სამსახური გაუწიოთ საქართველოს, თუ ამისი ინტერესი გაქვთ, ეს არის ის, რომ აცადოთ ამ ქვეყანას მშვიდობიანი, ნორმალური, სტაბილური განვითარება.

განაცხადა ივანიშვილის დეპუტატმა, ლევან მახაშვილმა პლენარულ სხდომაზე.
 

კომენტარები