დღეს საქართველოში სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფისა და სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს ისეთი მდგრადი ჯანდაცვის სისტემა არ ყოფილა, როგორც დღესაა. სახელმწიფოს მხრიდან სოციალური მხარდაჭერა არასდროს ასეთი ძლიერი და ინტენსიური არ ყოფილა, ყველა თავისი პროგრამით.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა გადაჭრილია და ყველა გამოწვევასთან გამკლავებული ვართ, ამისგან შორს ვარ, მაგრამ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება და ამ თვალსაზრისით, გამონაკლისი არც ჩვენი სფეროა.





