საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს ხარისხიანი ჯანდაცვის მიღების შესაძლებლობას უზღუდავს, სამედიცინო სფეროს განვითარებას აფერხებს და კორუფციაში სძირავს.
ეს ბოროტება (DRG) სათნოების სახელით კეთდება - მათი ჭკუით სამედიცინო ფასებს აკონტროლებენ.
ფასების კონტროლის მიზნით ჰოსპიტლებს დაევალათ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ ფასად სერვისების მიწოდება.
379 ლარად გლანდების ხარისხიანი ოპერაცია ვერ გაკეთდება.
ჰოსპიტალს აკრძალული აქვს ფასის გაზრდა, თუ პაციენტი დაამატებს.
ერთადერთი გზა, ხარისხიანი სერვისი მიიღო, არის ის რომ უარი თქვა სახელმწიფო დაზღვევაზე და
ხარჯი მთლიანად შენით დაფარო.
ანუ ღარიბი ადამიანი ვერ მიიღებს უფრო ხარისხიან სერვისს რომც შეძლოს დამატება, თუ მთლიანად უარი არ თქვა სახელმწიფო დაზღვევაზე და სულ თავად არ დაფარა.
პრობლემაა კერძო დაზღვევის მქონეთათვისაც. კერძო დაზღვევა ფარავს იმას, რასაც სახელმწიფო არ იხდის. ანუ საკუთარი ფულის დამატება კერძოდ დაზვეულებსაც სჭირდებათ.
ეს არის ქართული მედიცინის გზა საბჭოეთისკენ.
ეს არ არის გზა ევროპისკენ.
ეს ვითომ ღარიბებისთვის ფასის კონტროლის მიზნით ჩადენილი სიკეთე
ა) ღარიბ ადამიანებს უზღუდავს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას (მდიდარი თავად გადაიხდის);
ბ) აფერხებს მედიცინის განვითარებას (ნაკლები ინვესტიცია ჩაიდება ხარისხიან აპარატურასა და პერსონალში, რადგან სახელმწიფო ხარჯეფექტიანობას ზღუდავს);
გ) ახალისებს სამედიცინო კორუფციას.
ასეთი იყო საბჭოთა მედიცინა.
ევროპული საქართველო (არამდიდარ) მოქალაქეეებს დაზღვევის ვაუჩერს (ანუ ფულს) დაურიგებს, მას შემდეგ რაც სახელმწიფო მონსტრს გააუქმებს და მოქალაქეება მისცემს შესაძლებლობას კერძო დაზღვევა შეიძინონ მათი ვაუჩერით, ისეთი, რომელიც მათზე უკეთ მორგებულ სერვისს შესთავაზებს.
ამით კერძო სადაზღვევოებს შორის გაიზრდება კონკურენცია, შესაბამისად გაიზრდება დაზღვევის ხარისხი და ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა მათზე მორგებული ხარისხიანი სერვისები მიიღონ უფრო ხარჯეფექტურად, ვიდრე ამ საბჭოთა სისტემით იღებენ.