საქართველოს დაზვერვის სამსახური

დაზვერვის სამსახურის სუს-ის მმართველობაში გადასვლას 1-ელი მოსმენით მხარი დაუჭირეს

ივანიშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს დაზვერვის სამსახურის სუს-ის მმართველობაში გადასვლას მხარი 1-ელი მოსმენით დაუჭირეს. დაზვერვის სამსახურის შესახებ კანონში შესაბამის ცვლილებებს მხარი ივანიშვილის 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო.

ახალი კანონპროექტით, უშუალოდ პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში მყოფი დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის და ის სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად, ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება.

"დაზვერვის სამსახური, ამ პროექტით, გარდაიქმნება სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად, მისი სახელი იქნება ეროვნული სადაზვერვო სააგენტო. ამ სააგენტოს უფროსსა და მის მოადგილეს თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს სუს-ის უფროსი. სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება სუს-ის უფროსის წინაშე და სამსახურებრივ ზედამხედველობას ამ სააგენტოზე ასევე სუს-ის უფროსი განახორციელებს.

საპარლამენტო კონტროლს პარლამენტი შემდეგი მეთოდებით განახორციელებს - ეროვნული სადაზვერვოს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ასახული იქნება სუს-ის უფროსის ყოველწლიურ ანგარიშში და პარლამენტს ეს ანგარიში ყოველ წელს, არაუგვიანეს 15 აპრილს წარედგინება.

[...] სუს-ის უფროსი ყოველწლიურად წარუდგენს პარლამენტის ნდობის ჯგუფს მოხსენებას წარუდგენს წინა წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ, მათ შორის, ეროვნული სადაზვერვო საქმიანობის სფეროში. [...] სუს-ის უფროსი ნდობის ჯგუფს და თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს წარუდგენს საიდუმლო შესყიდვების შესახებ ინფორმაციასაც. [...]" - თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა კანონპროექტის წარდგენისას.

კომენტარები