პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა - ამის შესახებ განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაზვერვის გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან“ - წერია 4 აპრილს გამოქვეყნებულ განკარგულებაში.
შალვა ლომიძე დაზვერვის სამსახურის უფროსად 2021 წლის 23 აპრილიდან მუშაობდა.





![კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/07/ass.png.jpg?itok=71JE_M-6)