უშუალოდ პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში მყოფი დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის და ის სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად, ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ივანიშვილის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს, 19 მაისს დარეგისტრირდა.
IPN-ის ცნობით, ინიციატივით, ახლებურად წესრიგდება სააგენტოს საქმიანობასა და უფლებამოსილებებთან, სააგენტოს შემადგენლობასთან, ორგანიზებასა და სტრუქტურასთან, სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობასთან, მის სამართლებრივი დაცვის გარანტიებსა და სააგენტოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები.





![კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/07/ass.png.jpg?itok=71JE_M-6)