ლივერპულში, ფეხბურთის გულშემატკივრების დიდ ჯგუფში, უცნობი პირი მანქანით განზრახ შევარდა.
გულშემატკივრები კლუბის მიერ პრემიერლიგის გამარჯვებას ზეიმობდნენ.
ამ დროისთვის დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ არის, დაშავდა 17 ადამიანი.
პოლიციამ ადგილზე დააკავა 53 წლის კაცი, ამ დრომდე უცნობი რჩება მისი მოტივაცია.
საფეხბურთო კლუბი პრემიერლიგის გამარჯვებული მეოცედ გახდა.





