ლივერპული

იურგენ კლოპი სეზონის ბოლოს ლივერპულს დატოვებს

მიმდინარე სეზონის ბოლოს იურგენ კლოპი ინგლისური კლუბის, ლივერპულის მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს.

"მესმის, რომ ეს ბევრი ადამიანისთვის შოკი იქნება, როდესაც პირველად მოისმენენ [ინფორმაცია], თუმცა, შევეცდები გადაწყვეტილება ავხსნა.

ამ კლუბის ირგვლივ ყველაფერი მიყვარს, ამ ქალაქის შესახებ ყველაფერი მიყვარს, მიყვარს ყველაფერი ჩვენ გულშემატკივრების შესახებ. მიყვარს კლუბი, თანამშრომლები, მიყვარს ყველაფერი. მაგრამ ის, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ, აჩვენებს იმას, რომ ამ ნაბიჯში დარწმუნებული ვარ". - ამბობს კლოპი კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გერმანელმა მწვრთნელმა ბრიტანული გრანდი 2015 წელს ჩაიბარა და კლუბთან ერთად 2018–19 წლებში ჩემპიონთა ლიგა, 2019-20 წლებში კი პრემიერლიგა მოიგო.

კომენტარები