პარტია დროას წევრი მარიამ სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი საბანკო ანგარიშები დააყადაღეს.
"ამასობაში დამაყადაღეს.
[ირაკლი] ზარქუას პირადი მოთხოვნაა, რადგან ჩემი შვილი მარჩენალდაკარგულის სოციალური სტატუსით სარგებლობდა, სახელმწიფოს უფლება არ ჰქონდა ჩემი ანგარიშები დაეყადაღებინა". - წერს სიჭინავა.
ცნობისთვის, სიჭინავას ივანიშვილის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ სასამართლოში უჩივლა.
"ჩავიბარეთ საქმის მასალები. ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაწყებულია 173-ეს 16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს 4 ათას ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე ვადით პატიმრობას". - წერდა სიჭინავა 21 მაისს.
სასამართლო პროცესის სხდომა 23 მაისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
20 მაისს, ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში ზარქუას აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ.





