ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გაგრძელდება და დასრულდება ორთაბრძოლა პრეზიდენტ ტრამპსა და "დიფ სთეითს" შორის. ამ ორთაბრძოლის თაობაზე თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ. თუ მოახერხებს პრეზიდენტი "დიფ სთეითის" შესუსტებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს-კვო, რაც არის დღეს მოცემული. გარდა ამისა, უნდა გავიხსენოთ ის, რომ იგივე „მეგობარი აქტი“ იქნა მიღებული. ძალაშია სანქციები, რომელიც მოქმედებს, მათ შორის, ვიცე-პრემიერის მიმართ, ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არ არის პასიური დუმილი, ეს არ არის პასიური მდგომარეობა. ჩვენ გვჭირდება მოცემულობის შეცვლა. თუ არის ამერიკული მხრიდან ასევე ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ნაბიჯები უნდა გადაიდგას, თუმცა, ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული. ჩვენზე დამოკიდებული რაც იყო გავაკეთეთ, ჩვენი გზავნილები გავაჟღერეთ, ადმინისტრაციის წინაშე, ვნახოთ, როგორი იქნება მათი რეაქცია
ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი
კობახიძე: ყველაფერი დამოკიდებულია პრეზიდენტ ტრამპსა და "დიფ სთეითს" შორის ორთაბრძოლაზე
tbl.ge/772e
დაკოპირდა

თქვა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძედონალდ ტრამპიივანიშვილის რეჟიმიდიფ სთეითიაშშ-საქართველოსაქართველო-აშშსაქართველო-აშშ-ს ურთიერთობაბიძინა ივანიშვილის რეჟიმი
ამავე თემაზე
- კობახიძე: ივანიშვილს სთხოვდნენ პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას
- სულხანიშვილი, სირაძე, გვარაკიძე – კობახიძემ შსს-ს მაღალჩინოსნებს წოდებები მიანიჭა
- სადაც ქრება სამართლიანობის განცდა, იწყება საზოგადოების გაღიზიანება – კახა კახიშვილი
- პაპუაშვილი EU-ზე: როცა ამბობენ, რომ ქართველ ხალხს უჭერენ მხარს, საქართველოს დამცირებაა
- არ გვაინტერესებს, მით უმეტეს, საფრანგეთიდან - მილიონი პრობლემა აქვთ – ზარქუა რეზოლუციაზე




