მე თავისთავად თანავუგრძნობ მათ და გული მტკივა, როდესაც ძალადობრივ კადრებს ვხედავ. აგრეთვე ესენციალურად მიმაჩნია, რომ ქვეყანაში იყოს სამართალი... მოვედი, როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა. აქ ვარ მოსული როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა იმისთვის, რომ გამოვხატო ჩემი აზრი.
ვგმობ ძალადობას და ძალიან ვწუხვარ და თანავუგრძნობ . ამ ყველაფერს განაპირობებს სასამართლო, ოფიციალური სტრუქტურები, მე რიგითი ქართველი ახალგაზრდა ვარ, არ მიმაჩნია რელევანტურად მე გიპასუხოთ ასეთ კითხვებზე.
თვითონ [ბიძინა ივანიშვილს] ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე და თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები დამერწმუნეთ ამაში. ამის შემდეგ როგორც გითხარით, აუცილებელი არის, რომ ქვეყანაში იყოს სამართალი და ამ ყველაფერს განაპირობებენ შესაბამისი სტრუქტურები.





