საფრანგეთის დედაქალაქში ნიღბიანმა დაჯგუფებამ კრიპტოვალუტის კომპანიის უფროსის ქალიშვილისა და მისი ახალგაზრდა შვილიშვილის გატაცება სცადეს, თუმცა მათი მცდელობა გამვლელების ჩარევის შედეგად წარუმატებლად დასრულდა.
პარიზის მე-11 უბანში მომხდარი თავდასხმის ამსახველი ვიდეო თვითმხილველმა გადაიღო. ხოლო პოლიციის წყაროებმა თქვეს, რომ მსხვერპლი კრიპტოვალუტის კომპანიის უფროსის ქალიშვილი იყო. ქალმა და მისმა ქმარმა სამ თავდამსხმელთან გამკლავება შეძლეს, სანამ გამვლელები მათ დასახმარებლად ჩაერეოდნენ, რის შემდეგაც ნიღბიანი პირები ფურგონის მეშვეობით მიიმალნენ.
ფრანგული მედიის ცნობით, გატაცების მცდელობა 13 მაისს, ადგილობრივი დროით დილის 08:20 საათზე, მოხდა, როდესაც სამი კაცი ფურგონიდან გადმოვიდა და დედისა და მისი შვილის გატაცება სცადა.
ახალი ამბების სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ფრანგული ბიტკოინის სავაჭრო პლატფორმის, Paymium-ის თანადამაარსებლის ნათესავები არიან.