საფრანგეთში, ქალაქ ტომბლენში, სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა.
თვითმფრინავი პარაშუტისტების სკოლას ეკუთვნოდა. ადგილობრივი მაღალჩინოსნების ცნობით, შემთხვევას პილოტი და ათივე მგზავრი, 5 მოსწავლე და 5 ინსტრუქტორი, ემსხვერპლა.
საფრანგეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, BFM-თან საუბრისას რეგიონის პრეფექტმა, ივ სეგიმ თქვა, რომ თვითმფრინავი ნანსი-ესის ასაფრენი ზოლიდან აფრენიდან მალევე "თითქმის ვერტიკალურად" დაეცა.
AFP-ს მიხედვით, სეგიმ თქვა, რომ შემთხვევას კოლატერალური ზიანი არ მოჰყოლია.
დამოუკიდებელი ექთნების ორდენის მერთისა და მოზელის შტოს პრეზიდენტმა, თიერი პეშეიმ BFM-ს უთხრა, რომ დაღუპულ პარაშუტისტებს შორის ნახევარი ექთანი იყო.




