იუსტიციის სამინისტრო

პაატა სალიას მოადგილედ თბილისის ყოფილი ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე დაინიშნა

სამინისტროს ცნობით, იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ირაკლი ხმალაძე დაინიშნა.

აქამდე ხმალაძე თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა.

"ირაკლი ხმალაძე პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება". - ნათქვამია განცხადებაში.

იუსტიციის ახალ მინისტრად ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2 აპრილს პაატა სალია დანიშნა.

"განსაკუთრებული წარდგენა არც მას ჭირდება. ის გახლავთ საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი, იურისტი საქართველოში". - თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, 29 აპრილს ივანიშვილის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ასევე დაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ტურავა.

ტურავას უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, რომელსაც 2020 წლიდან იკავებდა, 30 მარტს ამოიწურა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ 5 წლის ვადით რევაზ ნადარაია აირჩიეს.

ცნობისთვის, 15 აპრილს ლიტვამ ივანიშვილის რეჟიმის 102 სანქცირებული წარმომადგენლის გვარი გაასაჯაროვა, რომელთა შორის არის მერაბ ტურავაც.

14 მაისს სალიას კიდევ ერთ მოადგილედ ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა.

"იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატის უფროსის თანამდებობას.

იუსტიციის მინისტრის მოადგილეების პოსტს ასევე იკავებენ მერაბ ტურავა, გიორგი დგებუაძე და ბექა ძამაშვილი, მინისტრის პირველ მოადგილედ კი ლაშა მაღრაძე დაინიშნა". - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    კომენტარები