კონკლავი

შავი კვამლი – პირველ დღეს კონკლავმა პაპი ვერ აირჩია

სიქსტეს კაპელის საკვამურიდან შავი კვამლი ამოდის 2013 წლის კონკლავის დროს
Johannes Eisele/AFP via Getty

სიქსტეს კაპელის საკვამურიდან შავი კვამლი ამოდის, რაც ნიშნავს რომ კონკლავის პირველი დღე პაპის არჩევის გარეშე დასრულდა. 

ამავე მიზნით კარდინალები ხვალაც შეიკრიბებიან, თუმცა ამჯერად პაპის ასარჩევად კენჭისყრა დღეში 4-ჯერ გაიმართება. 

ასე გაგრძელდება მანამ, სანამ კაპელიდან ამომავალი თეთრი კვამლი არ გამოჩნდება, რაც მსოფლიოს კათოლიკე ეკლესიის ახალი პონტიფექსის არჩევას ამცნობს.

სავარაუდოდ, ეს მალე მოხდება, ვინაიდან თანამედროვე ეპოქის კონკლავები, წესისამებრ, 2-3 დღე გრეძელდება. მაგალითად, პაპი ფრანცისკე 2013 წელს კონკლავის მეორე დღეს აირჩიეს.

გაეცანით ვრცლად, თუ როგორია კათოლიკე ეკლესიის პონტიფექსის არჩევის ცერემონია კონკლავის დროს.

აქვე, გთავაზობთ იმ კარდინალების სიას, რომელთაც რესპექტაბელური მიმომხილველები და გამოცემები ყველაზე ხშირად ასახელებენ საპაპო კანდიდატებად.

კომენტარები