კონკლავი

დოლანი: ვისურვებდი პაპს იოანე პავლეს სიმტკიცით, ბენედიქტეს ინტელექტით და ფრანცისკეს გულით

როდესაც 75 წელს მიაღწევ, როგორც ეს ჩემს შემთხვევაშია, წინა პაპები მეხსიერებაში გყავს, და გარკვეულწილად ყოველთვის ოცნებობ მათ ნაზავზე: მინდა ვიხილო ვინმე, ვისაც იოანე პავლესნაირი გულმოდგინება, თავდაჯერებულობა და სიმტკიცე აქვს; მინდა ვიხილო ვინმე, ვისაც პაპი ბენედიქტეს მსგავსი ინტელექტი აქვს, მინდა პაპი ფრანცისკესნაირი გულის მქონე ვინმე ვიხილო.

დიდი ალბათობით ამის ძიებაში ვიქნებით: ვინმე, ვისაც ფრანცისკეს სტილი აქვს, მისნაირი სითბო, გული, ღიმილი, სიკეთე და მზრუნველობა. და ალბათ ცოტა იოანე პავლესა და ბენედიქტეს ნაზავი, როცა საქმე ეხება სიცხადეს სწავლების კუთხით, ეკლესიის ტრადიციის მეტ დახვეწილობას, წარსულის საგანძურში მეტ ჩაღრმავებას, რათა გაგვახსენოს, თუ რას მოელის იესო ჩვენგან. ალბათ ნაზავი იმ დიდებული პაპების, რომლებიც ბოლო პერიოდში გვყავდა.

ამბობს ნიუ-იორკის მთავარეპისკოპოსი, კარდინალი დოლანი.

ცნობისთვის, პაპი ფრანცისკეს მემკვიდრის ასარჩევად ვატიკანში კონკლავი 7 მაისს შეიკრიბება.

კომენტარები