ბომბის მუქარის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ "სუს-ის დანაყოფები მუშაობენ ცრუ შეტყობინებებზე".
ცნობისთვის, აშშ-ს საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში, ისთ ფოინთში, გალერეა თბილისსა და თბილისი მოლში ბომბის მუქარის შესახებ ინფორმაცია მიიღეს, რის გამოც ყველა თანამშრომელს მოუწოდებენ დამატებითი შეტყობინების მიღებამდე თავი აარიდონ აღნიშნულ ლოკაციებს.





