ინფორმაცია ბომბის მუქარაზე

აშშ-ს საელჩო აუქმებს რეკომენდაციას, საელჩოს თანამშრომლებმა თავი აარიდონ სავაჭრო ცენტრებს

"ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა" - აშშ-ს საელჩო აუქმებს რეკომენდაციას, რომ საელჩოს თანამშრომლებმა თავი აარიდონ სავაჭრო ცენტრებს, რომლებიც გუშინდელ განცხადებაში იყო ნახსენები. 

"ლოკაციები: East Point სავაჭრო ცენტრი – ალექსანდრე თვალჭერილიძის ქ. 2, გალერია თბილისი სავაჭრო ცენტრი – შოთა რუსთაველის გამზ. 2/4, Tbilisi სავაჭრო ზონა – დავით აღმაშენებლის გამზ. 16.

ღონისძიება: 7 მაისს აშშ-ის საელჩოს მიერ გაგზავნილი განგაშის შემდეგ, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გუშინ ღამით აცნობეს საელჩოს, რომ განგაშის შეტყობინებაში ნახსენები სამი სავაჭრო ცენტრიდან არცერთში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩენილა. რეგიონულმა უსაფრთხოების ოფისმა გააუქმა რეკომენდაცია, რომ საელჩოს თანამშრომლებმა თავი აარიდონ ამ ადგილებს.

რა უნდა გააკეთოთ:

აკონტროლეთ ადგილობრივი მედია სიახლეები.

ყურადღებით იყავით თქვენ გარშემო არსებულ გარემოზე" - წერია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გუშინ განცხადებით გამოეხმაურა ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის მუქარის შესახებ

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე.

მოქალაქეთა უსაფრთხოება სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახური ყველა საჭირო და გადაუდებელ ღინისძიებას ახორციელებს.

მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან."

კომენტარები