აშშ-საქართველო

აშშ-ს საელჩო: თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის მუქარის შესახებ შევიტყვეთ

აშშ-ს საელჩოს განცხადებით, თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში, ისთ ფოინთში, გალერეა თბილისსა და თბილისი მოლში ბომბის მუქარის შესახებ ინფორმაცია მიიღეს, რის გამოც ყველა თანამშრომელს მოუწოდებენ დამატებითი შეტყობინების მიღებამდე თავი აარიდონ აღნიშნულ ლოკაციებს.

"გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აშშ-ს საელჩომ შეიტყო თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის მუქარის შესახებ:

1) სავაჭრო ცენტრი ისთ ფოინთი – ალექსანდრე თვალჩერილიძის ქუჩა N2
2) სავაჭრო ცენტრი გალერია თბილისი – შოთა რუსთაველის გამზირი N2/4
3) თბილისის სავაჭრო ზონა – დავით აღმაშენებლის გამზირი N16.

თბილისის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს საელჩოს ყველა თანამშრომელს, დამატებითი შეტყობინების მიღებამდე თავი მოარიდონ აღნიშნულ ლოკაციებს." - წერს აშშ-ს საელჩო.

კომენტარები