დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპი: პრეზიდენტი ორი ვადით ვიქნები, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია

Mark Wilson / Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო, რომ მესამე ვადით პრეზიდენტობას აპირებს.

"მე რვაწლიანი პრეზიდენტი ვიქნები, ორი ვადით ვიქნები პრეზიდენტი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია" - თქვა ტრამპმა NBC-სთან ინტერვიუში.

მარტში ტრამპი ამბობდა, რომ "არ ხუმრობს" მესამე ვადით პრეზიდენტობასთან დაკავშირებით, თუმცა დაამატა, რომ ამაზე ფიქრი ჯერჯერობით ძალიან ადრეა.

მოგვიანებით, მან განმარტა, რომ მსგავსი განცხადებები "ყალბი ახალი ამბების მედიის" დატროლვის მიზნით გააკეთა.

2 მაისს ჩაწერილ ინტერვიუში ტრამპი ამბობს, რომ მას უამრავი ადამიანი მიმართავს "თხოვნით", რათა პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენაზე იფიქროს მას შემდეგ, რაც 2029 წლის იანვარში მისი მეორე ვადა ამოიწურება.

"იმდენ ადამიანს სურს, რომ ეს გავაკეთო". - ეუბნება აშშ-ს პრეზიდენტი გადაცემა Meet the Press-ის მოდერატორს, კრისტენ უელკერს.

"როგორც ვიცი, ამის გაკეთების უფლება არ გაქვს. არ ვიცი, თუ ეს კონსტიტუციურია, რომ ამის უფლებას არ გაძლევენ ან სხვა რამე". - თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ "უამრავი ადამიანი ყიდის 2028 [რედ. წარწერით ტრამპი 2028] წლის ქუდს"..

კომენტარები