აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ხუთ ადამიანს, მათ შორის, ყოფილ ევროკომისარს აშშ-ში შესვლა აუკრძალა. ამის მიზეზი მათ მიერ საპირისპირო შეხედულებების ჩახშობის მიზნით, ამერიკული სოციალური მედიის პლატფორმების "იძულების" მცდელობაა.
"აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გადამწყვეტ ზომებს იღებს ხუთი პირის წინააღმდეგ, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ორგანიზებულ ძალისხმევას, აიძულონ ამერიკულ ონლაინ პლატფორმებს, საწინააღმდეგო შეხედულებების ცენზურა, დემონეტიზაცია და ჩახშობა.
ამ რადიკალურმა აქტივისტებმა და იარაღად ქცეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელი შეუწყვეს უცხო ქვეყნების მიერ განხორციელებულ ცენზურის გამკაცრებას – თითოეულ შემთხვევაში, სამიზნედ იქცნენ ამერიკელი გამომსვლელები და ამერიკული კომპანიები.
შესაბამისად, მე დავადგინე, რომ აშშ-ში მათ შესვლას, ყოფნას ან საქმიანობას ქვეყნისთვის პოტენციურად სერიოზული უარყოფითი საგარეო პოლიტიკური შედეგები მოჰყვება". - წერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო განცხადებაში.
მედიის ცნობით, ხუთი ადამიანიდან ერთ-ერთი ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონია, რომელმაც Meta-ს დამფუძნებელ, მარკ ზაკერბერგს და X-ის მფლობელ, ილონ მასკს დაავალა "გაეაქტიურებინათ ბრძოლა მათ პლატფორმებზე ისრაელ-ჰამასის ომის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან".
საპასუხოდ, აშშ-ს ფედერალური სავაჭრო კომისიის (FTC) თავმჯდომარემ სოციალური მედიის პლატფორმებს აცნობა, რომ "არ უნდა გამოიყენონ ციფრული სერვისების აქტი აშშ-ში, რადგან ეს ამერიკელების სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს".





