მძლავრი მიწისძვრის ფონზე, ჩილემ ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცა და ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, სანაპირო ზოლის სიახლოვეს მცხოვრებ ადამიანებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.
გაფრთხილებას წინ უძღვის არგენტინაში, მსოფლიოში ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქ უშუაიასგან დაახლოებით 219 კილომეტრის მოშორებით, ადგილობრივი დროით 13:58 საათზე მომხდარი მიწისძვრა, რომლის სიმძლავრემ 7.4 მაგნიტუდა შეადგინა.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ჩილეს პრეზიდენტმა გაბრიელ ბორიკმა მაგალიანესის რეგიონის სანაპირო ზოლის სიახლოვეს მცხოვრებ ადამიანებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.
BBC-ის ცნობით, ადგილობრივი მედია იუწყება, რომ გაფრთხილება პრევენციული ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს ზღვის დონიდან, სულ მცირე, 30 მეტრზე მდებარე ადგილებში გადასვლისკენ მოუწოდეს.





