ჩილე

ჩილეში ტყის ხანძრებს, სულ მცირე, 51 ადამიანი ემსხვერპლა

REUTERS/Rodrigo Garrido

ჩილეში ტყის ხანძრებს, სულ მცირე, 51 ადამიანი ემსხვერპლა. ხელისუფლების თქმით, უახლოეს საათებში გარდაცვლილთა რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება. 

"გაცილებით უფრო მაღალ რიცხვებს მიაღწევს". - თქვა ჩილეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, კაროლინა ტოჰამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე ქვეყნის ცენტრალური რეგიონი, ვალპარაისო დგას. 

"ვალპარაისოს მდგომარეობა ყველაზე დელიკატურია". - თქვა ტოჰამ. 

ტოჰას განმარტებით, ხელისუფლების წარმომადგენლების უმთავრესი საზრუნავი ისაა, რომ აქტიური ხანძრები ქალაქებთან ახლოს ვითარდება "მაღალი პოტენციალით, ადამიანებზე, სახლებსა და შენობებზე იმოქმედოს".

2 და 3 თებერვლის განმავლობაში ხანძრებით დაზიანებული ტერიტორიის ზომა 30 000 ჰექტრიდან 43 000 ჰექტრამდე გაიზარდა

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყანა ყველაზე საშინელ კატასტროფას განიცდის 2010 წლის მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც დაახლოებით 500 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები