არგენტინისა და ჩილეს სანაპიროსთან 7.4 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას აშშ-ს გელეოლოგიური კვლევის ცენტრი ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი 2 მაისს, დილის 9 საათზე არგენტინის ქალაქ უშუაიადან 218 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა.
არსებული ინფორმაციის ფონზე ჩილეს მთავრობამ ცუნამის საფრთხის შესახებ მოსახლეობა გააფრთხილა და სამხრეთით მდებარე სანაპირო ქალაქებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.





