აქვე გეტყვი, თქვენივე ნათქვამი სისულელების გამო, ძალიან, ძალიან ბევრი დაგცინით, მეტი ინტელექტი, ნინ.
მამას გოგო, ქ-ნ წილო, გავიგე, საპატიმროში არსებული ვითარებით იკვეხნით და რეჟიმის ტყვეებს საზოგადოების თანადგომას გვამადლით. ჯერ ერთი, თუ მხნედ ვართ, ისევ ჩვენივე სიმართლისა და სამშობლოს სიყვარულის გამო და ეს უკანასკნელი, რუსული მოტივებით გაჟღენთილისთვის, ანუ თქვენთვის უცხოა. მეორე, თუ აქ რაიმე გაგვაჩნია, ეს საზოგადოებისა და ჩვენი ოჯახების, მეგობრების დამსახურებაა და არა თქვენი რეჟიმის, რუსული რეჟიმის. როგორ არიან თქვენს მორჩილებაში მყოფი მონები, მონების მონები, არ ვიცი და მეტი სიცხადისთვის, ჩემთან, D-127 საკანში გეპატიჟებით და მობრძანდით თქვენი Facebook თუ TIKTOK LIVE-ით და ერთად დავათვალიერებინოთ ჩემი ტყვეობა ყველას, უწყვეტ რეჟიმში.
შევახედებთ სააბაზანოში, დაგითმობთ სველ წერტილს უშუალოდ “კამერაში”, ერთ საოცარ კერძს შემოგთავაზებთ, სახელად “წყლის სუპი”, რომელსაც კომბოსტოს ჩაშუშულის მსგავსად, აქ მყოფთა უმრავლესობა არ მიირთმევს. გასინჯეთ სოსისის წვნიანიც, რომელშიც წყალში სოსისები ტივტივებენ, როგორც წყლის სუპში კარტოფილები. თქვენვე დაგითმობთ მენიუში წიწიბურის ფაფას და თქვენი იყოს კვირაში ერთი ცალი ჭიებით სავსე ვაშლიც. შეიგრძენით აქაური ხმაური, როცა ვიღაცას მოპირდაპირე კორპუსში, პერსონალიდან ვიღაც უხეშად ესაუბრება, ვითომ ფსიქოლოგს უგზავნის ადმინისტრაცია, ფსიქოლოგიური ძალადობისთვის და როცა მორიგ ჯერზეც დაიკვეხნით და ჩვენი მხნეობის პოსტს გააზიარებთ, ბევრჯერ გვაბუქნავეს აქ რეჟიმის ტყვეობაში და ეს საზარელი ფაქტიც სახალხოდ დაგმეთ. ასევე, მოუყევით საზოგადოებას, რომ შეზღუდულია საპატიმროში გასეირნების უფლებაც, რაზეც სახალხო დამცველსაც კი ხშირად მიუმართავს დეპარტამენტისთვის.
მოკლედ, ნუ იტყუებით და საზოგადოებას ნუ ატყუებთ. ისე თქვენც იყავით ჩემი რესპოდენტი, კობახიძის, მდინარაძის, თალაკვაძის თუ მათიკაშვილის მსგავსად და მაშინაც ატყუებდით საზოგადოებას.
თქვენი რუსული რეჟიმის ტყვე, ნიკუშა ბედნიერი კაცია.





