ინდოეთის დასავლეთ ნაწილში მომხდარ სარკინიგზო ავარიას, სულ მცირე, 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
არსებული ინფორმაციით, ისინი მიმავალი მატარებლიდან მას შემდეგ გადახტნენ, რაც ბორდზე ხანძრის საგანგაშო სიგნალი ჩაირთო.
როგორც გამოცემა Reuters-ი წერს, ინდოეთის რკინიგზის წარმომადგენლებმა მომხდარის შესახებ განაცხადეს, რომ მატარებელში ერთ-ერთმა მგზავრმა "მატარებლის საგანგაშო ჯაჭვი ჩამოსწია", რამაც პანიკა გამოიწვია, ხოლო ადამიანთა ჯგუფს, რომელიც სარკინიგზო რელსებზე გადახტა მეორე მხრიდან მომავალი მატარებელი დაეჯახათ.





