კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც უმრავლესობის სხდომაზე იყო მსჯელობა, ეხება პარტიის ყრილობის გამართვის საკითხს - თავდაპირველად ჩატარდება რეგიონული კონფერენციები, როგორც ხდება ხოლმე და შემდეგ გაიმართება ქართული ოცნების ყრილობა, სადაც პარტიის ახალი თავმჯდომარე იქნება არჩეული, ასევე განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, მცირედით, მაგრამ განახლება იქნება. დეტალები ყრილობის თაობასა და პოლიტსაბჭოს შემადგენლობაზე მოგვიანებით გახდება ცნობილი.
tbl.ge/766b
დაკოპირდა

განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ ქართული ოცნების უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
25 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის. შესაბამისად, მან დატოვა ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტიც.
ამავე თემაზე
- ზურაბ მენთეშაშვილს 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს – ის ციხეს 2 თვეში დატოვებს
- მერიამ და შსს-მ 26 მაისის აქციისთვის კონტრაქციის მოწყობაზე ალიანსს უარი უთხრა – გვარამია
- აქციაზე გზის "გადაკეტვის" გამო 2 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
- აქციაზე გზის "გადაკეტვის" გამო 2 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
- როცა იყო პროკურატურა მზად, მაშინ გადაიდგა ნაბიჯი - პაპუაშვილი სპეცრაზმელების დაკავებაზე




