ამას რაიმე ჟურნალისტურ პროდუქტთან კავშირი არ აქვს. მე ვნახე პროკურატურის განცხადება, სადაც ითქვა კიდევაც, რომ დაკავებულ ადამიანებში არ არიან თუ არ არის ის პირი, რომელზეც ერთ-ერთი მედიიდან ითქვა. ასე რომ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს.
რაც შეეხება თავად დაკავებებს, პროკურატურა მუშაობდა ამ საკითხზე და არაერთხელ გვითქვამს კიდევაც, რომ იყო პრობლემა ამოცნობის, იყო პრობლემა მტკიცებულებების და, საბოლოო ჯამში, პროკურატურამ როდესაც მყარად ჩათვალა, რომ აქვს მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ, მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და დღეს ვიხილეთ შესაბამისი ნაბიჯები. ასე რომ, ხდება ზუსტად ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. არავინ არავიზე ხელის დაფარებას არ აპირებს.
ის მძიმე კადრები, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ იმ დღეებშივე და იმ მომენტშივე პრემიერმინისტრის მაშინდელი გამოსვლების დროსაც, როდესაც ის მედიასაც მიმართავდა, იმ მომენტშივე იყო არა მხოლოდ დაგმობილი, არამედ მოწოდება იყო სამართალდამცავების მიმართ, რომ ყოფილიყვნენ ზედმიწევნით ფრთხილები და არ წამოგებოდნენ არანაირ პროვოკაციას, არ ყოფილიყო არანაირი გადაჭარბება ძალისა, რამაც მათ შორის, მაშინაც დაასტაბილურა მდგომარეობა.
არავინ არავისთვის ხელის დაფარებას რომ არ აპირებდა, ამაზე იყო კიდევაც საუბარი. რა მომენტშიც პროკურატურამ მასალების შეჯერებით და მტკიცებულებებით ჩათვალა, რომ არის მყარი იმისთვის, რომ წავიდეს სასამართლოში კონკრეტული პირების წინააღმდეგ, ეს ნაბიჯი გადაიდგა."





