დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან, აქციაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარის "გადაკეტვის" საქმეებზე 5 პროცესი გაიმართა. 2 მოქალაქეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორს კი სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადეს.
- ნინო საღირიძე - 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა - მოსამართლე თორნიკე კაპანაძე;
- ელენე გელაშვილი - 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა - მოსამართლე ზვიად ცეკვავა;
- მარიამ ცერცვაძე - სიტყვიერი გაფრთხილება - მოსამართლე ზვიად ცეკვავა;
- ნინო ჭკადუა - სიტყვიერი გართხილება - მოსამართლე თორნიკე კაპანაძე
- დუტა ჯავახიშვილი - შემდეგი პროცესი 15 მაისს 11:45 საათზე.
გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა ანუკა გამსახურდიას პროცესიც, რომელიც Facebook პოსტის გამო მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 3 000 ლარით დააჯარიმა.




