ირანის სამხრეთით, ბენდერ-აბასში მდებარე შაჰიდ რაჯაის პორტზე მსხვილი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც პორტი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ირანის საინფორმაციო სააგენტო, Tasnim ავრცელებს.
Tasnim-ის თანახმად, მძლავრმა აფეთქებამ მიმდებარე ქალაქებში მიწისძვრა გამოიწვია და შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე შენობებში მინა დაამსხვრია.
ჰორმოზაგანის პროვინციის კრიზისების მართვის უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)



