ირანი

მედია: ირანის პრეზიდენტმა ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომის აღდგენის ბრძანება გასცა

მასუდ ფეზეშქიანი
ATTA KENARE/AFP via Getty Images

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომის აღდგენის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ირანულ სამთავრობო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს

ირანული სამთავრობო მედიის ცნობით, ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომაზე შეზღუდვა 26 მაისს მოიხსნება.

ცნობისთვის, ირანში აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, თითქმის 90 დღის განმავლობაში, ქვეყანაში გლობალურ ინტერნეტზე წვდომა შეზღუდული იყო. 

იქამდე, ირანის რეჟიმმა მსგავსი მეთოდი მიმდინარე წლის დასაწყისში ქვეყანაში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების დროსაც გამოიყენა. 

კომენტარები