სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეაში იძებნება კაცი, რომელმაც 21-სართულიან საცხოვრებელ შენობაში ხანძარი გააჩინა

სამხრეთ კორეაში იძებნება კაცი, რომელმაც 21-სართულიან საცხოვრებელ შენობაში ხანძარი გააჩინა. 

ხანძართან დაკავშირებით სეულის პოლიციაში 21 აპრილს, დილის 8 საათზე დარეკეს. ადგილობრივ მედიაში მალევე გავრცელდა ცეცხლწაკიდებული შენობის ფოტოები. მეხანძრეებმა ცეცხლი დაახლოებით საანთახევარში ჩააქრეს. 

თუმცა, სამაშველო სამუშაოების დროს შენობაში ერთი პირი იპოვეს დაღუპული, ხოლო ხანდაზმული წყვილი მძიმედ დაშავებულები, მას შემდეგ, რაც ისინი შენობის მეოთხე სართულიდან გადმოვარდნენ. ჯამში, მომხდარის შედეგად საავადმყოფოში 11 ადამიანი გადაიყვანეს.

პოლიცია 60 წელს ზემოთ ასაკის მამაკაცს ეძებს, რომელმაც, თვითმხილველების მიხედვით, შენობაში ხანძარი გამიზნულად გააჩინა. 

კომენტარები