სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

19 თებერვალს სეულის ცენტრალურმა საოლქო სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი აჯანყებასა და კონსტიტუციის მკაცრ დარღვევაში დამნაშავედ ცნო. სასჯელის სახედ მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ მისი მიერ 2024 წლის დეკემბერში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა მიზნად ქვეყნის პარალიზებას ისახავდა, რის შემდეგაც იუნი "საკმაოდ ხანგრძლივი“ დროით შეუზღუდავი ძალაუფლების შენარჩუნებას გეგმავდა. 

საქმის თავმჯდომარე მოსამართლემ, ჯი გვი-იონმა განაცხადა, რომ იუნის ქმედებები მიზანმიმართულ შეთქმულებას წარმოადგენდა. 

საქმის პროკურორები იუნის სიკვდილით დასჯას ითხოვდნენ. იუნს განაჩენის გასაჩივრება შეუძლია.

ცნობისთვის. იუნ სოკ იოლმა 2024 წლის დეკემბერში მოულოდნელად ქვეყანაში "სამხედრო მდგომარეობა" გამოაცხადა და შეიარაღებულ ძალებს პარლამენტის შენობის ოპოზიციისგან დაცვა უბრძანა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან მობილიზებული იყო ჯარი, ოპოზიციის წევრებმა მაინც შეძლეს შენობაში შესვლა და პრეზიდენტის ბრძანების გაუქმება. 

მოგვიანებით, პარლამენტმა იუნის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ იუნმა დაარღვია კონსტიტუცია, რის გამოც მისი იმპიჩმენტის ლეგიტიმურობა ოფიციალურად დაამტკიცა. 

კომენტარები