სამხრეთ კორეის გენერალურმა პროკურორმა სეულის მერს, ო სე ჰუნს პოლიტიკური დაფინანსების კანონის დარღვევისთვის ბრალი წაუყენა.
პროკურატურის მიხედვით, ომ ერთ-ერთი კომპანიას საზოგადოებრივი გამოკითხვის ჩატარება შეუკვეთა, თანხა კი მესამე პირმა გადაიხადა, რითიც სამხრეთ კორეის კანონი დაარღვია.
ო პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის ხალხის ძალის პარტიის წევრია. ის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია. ~
"ეს უსაფუძვლო, ხელოვნურად შექმნილი ბრალდებაა, რომელსაც არცერთი მტკიცებულება არ აქვს" – წერია მერის განცხადებაში.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



