ტრამპის ტარიფები

ტრამპი ტარიფების პაუზაზე: ეს გულიდან იყო დაწერილი, იურისტებთან წვდომა არ გვქონია

ვერ ვიტყოდი, რომ ეს დილით გადავწყვიტე - ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვფიქრობდი ამაზე და მგონი საბოლოოდ სწორედ ამ დილით შევჯერდით. უბრალოდ დავწერეთ. იურისტებთან წვდომა არ გვქონდა. უბრალოდ გულიდან დავწერეთ, ხომ? გულიდან იყო დაწერილი და ვფიქრობ, კარგადაც იყო დაწერილი. ვფიქრობ, ეს იყო პოზიტიური გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის და ჩვენთვისაც.

ჩვენ არ გვინდა ვავნოთ ქვეყნებს, რომლებსაც ზიანი არ სჭირდებათ და თან ყველანი მოლაპარაკებაზე არიან მზად. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ერთდროულად მხოლოდ რამდენიმესთან შეგიძლია მოლაპარაკება. გვინდა სწორად გავაკეთოთ ყველაფერი. გვინდა მათზე ვიზრუნოთ, მაგრამ ასევე ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ.

თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას
 

კომენტარები