თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, რძე და რძის პროდუქტები, რომელიც მიეწოდება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, სრულად შეესაბამება სახელმწიფოს მიერ დადგენილ ყველა სტანდარტს.
"თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში, პროდუქტის მიწოდებიდან მომზადების ჩათვლით, კვების პროცესის სრული კონტროლი სისტემატურად ხორციელდება.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ხელმძღვანელობს იმ ტექნიკური დადგენილებებითა და რეგულაციებით, რაც სახელმწიფო სტანდარტებით არის განსაზღვრული. ბაღებში 60-მდე სახეობის საკვები პროდუქტი შედის და ყველა ტექნიკური მოთხოვნა, რაც ვრცელდება საბავშვო ბაღებზე, თითოეული დაწესებულების მიერ არის ზედმიწევნით დაცული" - წერია მერიის განცხადებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მათმა ინსპექტორებმა 28 მარტს შპს ვიმ-ბილ-დან საქართველო (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) შეამოწმეს. მათი ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, "თუმცა, დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად".





