ივანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტში მინისტრების ინტერპელაციის წესი იცვლება - ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შევა.
"სესიის განმავლობაში იყო 4 ინტერპელაცია, ახლა ორმაგდება, რაც ნიშნავს, რომ პლენარული სხდომის ყოველ კვირას იქნება ინტერპელაციის დღე და იქნება შესაძლებლობა, მოვუსმინოთ მინისტრებს და სხვა ანგარიშვალდებულ პირებს.
[...] თავის დანიშნულებას კარგავს მინისტრის საათი, რომელიც 2018 წელს ინტერპელაციის საკომპენსაციოდ შემოვიღეთ. ყოველ კვირას იქნება შესაძლებლობა გვყავდეს სხვადასხვა ანგარიშვალდებული პირი" - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განცხადებით, ცვლილებები ძალაში მიმდინარე წლის 1 ივნისიდან შევა.