სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ერთხმად დაამტკიცა

სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის იმპიჩმენტი ერთხმად დაამტკიცა

იუნ სოკ იოლმა გასული წლის დეკემბერში მოულოდნელად ქვეყანაში "სამხედრო მდგომარეობა" გამოაცხადა და შეიარაღებულ ძალებს პარლამენტის შენობის ოპოზიციისგან დაცვა უბრძანა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან მობილიზებული იყო ჯარი, ოპოზიციის წევრებმა მაინც შეძლეს შენობაში შესვლა და პრეზიდენტის ბრძანების გაუქმება. მოგვიანებით, პარლამენტმა იუნის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი.

მომდევნო სამი თვის განმავლობაში, სასამართლო განიხილავდა იუნის იმპიჩმენტის კონსტიტუციურობას. მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად იმპიჩმენტი ოფიციალურად გაფორმდა, სამხრეთ კორეაში საპრეზიდენტო არჩევნები მომდევნო 60 დღეში გაიმართება. 

იუნ სოკ იოლი სამხრეთ კორეის ისტორიაში მეორე პრეზიდენტია, რომელსაც იმპიჩმენტის შედეგად მოუწია თანამდებობის დატოვება. 2017 წელს პრეზიდენტ პაკ კინ ჰეს იმპიჩმენტი მოხდა კორუფციის გამო. სწორედ იუნ სოკ იოლი იყო იმ დროს პრეზიდენტ პაკის საქმის გამოძიების დროს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე. 

კომენტარები