ტრამპის ტარიფები

ტრამპი ტარიფებზე: ბაზრები იფეთქებს, აქციები იფეთქებს, ქვეყანა იფეთქებს

ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ეს იყო ოპერაცია, როგორც როცა პაციენტს ოპერაციას უკეთებენ. ეს დიდი რამაა. მე ვთქვი რომ ყველაფერი ისე იქნებოდა როგორც [ახლა] არის.

ჩვენ ქვეყანაში 6 ან 7 ტრილიონი დოლარი შემოგვივა. ასეთი რამ ჯერ არ გვინახავს. ბაზრები იფეთქებს, აქციები იფეთქებს, ქვეყანა იფეთქებს.

დანარჩენ მსოფლიოს სურს, ნახოს, არის თუ არა რაიმე გზა, რათა ჩვენთან გარიგება დადონ. ისინი მრავალი, მრავალი წლისგანმავლობაში ჩვენგან სარგებელს იღებდნენ. მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ბურთის არასწორ მხარეს ვიყავით. ვფიქრობ, ეს დაუჯერებელი იქნება.

თითქმის 7 ტრილიონი დოლარის ინვესტიცია შემოდის ჩვენს ქვეყანაში. ნახავთ, როგორ დასრულდება. ჩვენი ქვეყანა აყვავდება.

თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე ტარიფების დაწესების პირველად შედეგებზე ჟურნალისტებთან საუბრისას 

2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სულ მცირე, 10%-იანი საბაზისო ტარიფი ყველა ქვეყანას დაუწესა.

კომენტარები