აშშ-რუსეთი

ყოველი შეხვედრა დიალოგის აღდგენისკენ წინსვლის საშუალებაა – დმიტრიევი აშშ-ში ჩავიდა

კირილ დმიტრიევი  
Фотохост Конгресса молодых ученых  

ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკურ თანამშრომლობაში, კირილ დმიტრიევი აშშ-ში ჩავიდა.

დმიტრიევის თქმით, პუტინის დავალებით, აშშ-ში თეთრი სახლის წარმომადგენლებს ხვდება.

დმიტრიევის თქმით, მოსკოვის "პოზიციების გაგება" კონსტრუქტიული თანამშრომლობის "ახალ შესაძლებლობებს" ქმნის. მან აშშ-სა და რუსეთს შორის დიალოგის შეჩერება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას დააბრალა. 

"რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგი - მთელი მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი რამ - სრულად განადგურდა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს.

დღეს, კონსტრუქციული თანამშრომლობის აღდგენის გზაზე გადაღობილი არიან ბევრი ქვეყნის ურიცხვი ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან დაძაბულობის შენარჩუნებით. ეს ძალები გააზრებულად ამახინჯებენ რუსეთის პოზიციებს, ცდილობენ ჩაშალონ დიალოგის ნებისმიერი ნაბიჯი, ამისთვის არ იშურებენ საშუალებებსა და რესურსებს.

დაახლოების მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ რუსეთი და აშშ საერთო შეხების წერტილებს იპოვნიან, ერთმანეთის უკეთ გაგებას დაიწყებენ და თანამშრომლობას ჩამოაყალიბებენ - როგორც საერთაშორისო საკითხებში, ასევე ეკონომიკაში.

დიახ, დიალოგის აღდგენა რთული და ეტაპობრივი პროცესია. მაგრამ თითოეული შეხვედრა, თითოეული გულწრფელი საუბარი წინსვლის შესაძლებლობას იძლევა.

რუსული პოზიციის რეალური გაგება ახალ შესაძლებლობებს უხსნის გზას კონსტრუქციული ურთიერთქმედებისთვის, მათ შორის საინვესტიციო-ეკონომიკურ სფეროში." - დაწერა დმიტრიევმა საკუთარ ტელეგრამ არხზე.

დმიტრიევი აშშ-ში შეხვედრებს 2-3 აპრილს გამართავს.

აქამდე გავრცელდა ცნობა, რომ დმიტრიევი შეხვდა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის მაღალჩინოსანი აშშ-ში მაღალჩინოსნებთან შესახვედრად ჩავიდა. CNN-ი წერდა, რომ აშშ-მ დმიტრიევს სანქციები დროებით მოუხსნა, რათა მას ქვეყანაში ჩასვლისთვის ვიზა მიეღო.

 

კომენტარები