FARA-ს კანონპროექტი

მიხეილ ყაველაშვილმა "FARA"-ს კანონს ხელი მოაწერა

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა ივანიშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილი "FARA"-ს კანონი. დოკუმენტი 2025 წლის 1-ელი აპრილით თარიღდება. 

ქართულმა ოცნებამ კანონი მესამე მოსმენით, გუშინ 1-ელ აპრილს მიიღო.

დოკუმენტის მიხედვით, კანონი გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს ამოქმედდება.

FARA-ს მიზანში იღებს და საქმიანობას უზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას. კანონის აღმასრულებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება.

განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონპროექტით "FARA"-ს გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით.

24 თებერვალს ივანიშვილის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე "FARA"-ს კანონპროექტი დაარეგისტრირეს. ის განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. 

საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ განცხადება ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ 5 თებერვალს გააკეთა.

კომენტარები